Monday, May 10, 2010

ფიჭური კავშირი და მობილური ტელეფონები

10 კლასი. (5 საფ.) მასწ. ლია ხუციშვი-
ლი
მთავარი იდეა ფიჭური კავშირი და მობილური ტელეფონები

მნიშვნელობა და აქტუალობა 1. მოსწავლემ უნდა აითვისოს როგორც ენობრივი ისე კულტურული ინფორმაცია.
2. მოსწავლემ უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა: სამეტყველო უნარ-ჩვევები(მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა)
3. სასიცოცხლო უნარ-ჩვევები(თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, შემოქმედებითობა და სხვ)
4. მობილური ტელეფონების საკითხი ძალიან აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაში. მოსწავლეებს აინტერესებთ: როდის შეიქმნა პირველი ფიჭური ტელეფონი? რომელმა ფირმამ გამოიგონა? რა ღირდა პირველი ფიჭური ტელეფონი? რომელმა ფირმამ დაიწყო მობილური ტელეფონების მასიური გამოშვება?
5. მობილური ტელეფონის დადებითი და უარყოფითი თვისებები. მობილური სკოლაში- კი თუ არა?
მიზნები და შედეგები 1. მიმართულება: მოსმენა.
უცხ.ს. V. 1 მოსწავლე ისმენს და იგებს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციას(დიალოგი, ინტერვიუ, მონოლოგს.)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
*ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი
*ამოიცნობს თანამოსაუბრეებს,ამოკრეფს კონკრეტულ ინფორმაციას( ვინ, რა, სად, როდის, რომელი, რამდენი, რატომ და სხვა)
* ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
2. მიმართულება: კითხვა
უცხ.ს. V.5 მოსწავლე კითხულობს და იგებს საგაზეთო პუბლიკაციებს მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგალითად მობილურის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა და ა.შ)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
* ამოიცნობს პუბლიკაციის მიზანს(გაკრიტიკება, პრობლემის წამოჭრა, შთაბეჭდილების გაზიარება და სხვა)
* ამოიცნობს პრობლემატიკას
*ამოიცნობს განსხვავებულ თვალსაზრისებს, მტკიცებულებებს.

3. მიმართულება: წერა
უცხ.ს. V.13. მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის ტექსტს (ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისათვის) აქტუალურ თემებზე(მაგალითად, მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, ინტერნეტი და სხვა)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
*გამოკვეთს დადებით და უარყოფით ასპექტებს, მხარეებს და განმარტავს მათ, მოაქვს სათანადო მაგალითები.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი,
4. მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს. V.16 მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
*მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე.
* ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას( რა მოსწონს , არ მოსწონს, რატომ)
5. მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.ს. V.29 მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან. შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
*ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს,
* ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
* საჭიროებისამებრ მონაწილეონს მეწყვილის, გუნდის წევრების თანაშეფასებაში.





პროექტზე მუშაობის ვადები: 4 კვირა;
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ ლექსიკური სიტყვების და გრამატიკული კონსტრუქციების ცოდნა. წინასწარ მასალის მოძიება კომპიუტერში, ჟურნალ_გაზეთებში, ინტერვიუს ჩაწერა მაგთის მენეჯერთან, რატომ უარყოფს მედიცინა მობილურ ტელეფონს?
გასაუბრება უბნის ექიმთან. წინასწარ მოიპოვონ ფოტოსურათები, პლაკატები, აუდიოჩანაწერები.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკუ-
რი
რესურსია საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, (ka. Wikipedia.org; education.ge)
რუსული ენის წიგნი: ლორთქიფანიძე. ჟურნალ-გაზეთები რუსულ ენაზე.
ცარცი, ფორმატი, რვეული, აუდიო და ვიდეო მასალა. ფოტოსურათები. პლაკატები. ინტერვიუს ჩაწერა მაგთის ოფისის მენეჯერთან.


სასწავლო პროექტის მსვლელობა მოსწავლეებს შერჩეული აქვთ გაკვეთილის თემა:,, მობილური ტელეფონი’’.
დაფაზე გაკრულია პლაკატები, ფოტოსურათები, მაგიდაზე დგას კომპიუტერი პროექტორით. კლასი დაყოფილია 4 ჯგუფად. მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვას: ,,ტელეფონი’’ და მოსწავლეები რუსულ ენაზე გვთავაზობენ ამ სიტყვის განმარტებას.





ისმება კითხვები:
1. ვინ იყო მარტინ კუპერი


2. როდის გამოუშვეს პირველი მობილური ტელეფონი? (ზომა, ფორმა. წონა)
3. რომელმა ფირმამ დაიწყო მობილური ტელეფონების მასიური გამოსვება?
4. რამდენი აბონენტი სარგებლობს მობილური ტელეფონით მთელს მსოფლიოში- 1983-1990-2005-2009 წწ.ში
5. რომელ ევროპულ ქვეყნებში კანონით აიკრძალა მობილური ტელეფონების გამოყენება სკოლებში? დირექტორის და მასწავლებლების შეხედულება წინასწარ აღებული ინტერვიუ.

6. დაფაზე იწერება დისკუსიის თემა ,,მობილური ტელეფონი სკოლაში’’.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა პატარა ბარათი წარწერით:
ა. არ ვეთანხმებით მობილური ტელეფონის გამოყენებას სკოლაში.
ბ. ვეთანხმებით მობილური ტელეფონის გამოყენებას სკოლაში და გაკვეთილზე.
გ. ჯერ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი ამის შესახებ.
დ. შემიძლია ვიმსჯელო მობილურის პლიუსებზე და მინუსებზე სკოლაში.
ჯგუფები გადახედავენ ამ თემის შესახებ მოძიებულ მასალას და ემზადებიან მსჯელობისათვის. თითოეული ჯგუფის მიზანია გადაიბირონ თავის მხარეს მესამე ჯგუფი. მოგებულია ის ჯგუფი, რომელიც ამას შესძლებს.
თითო ჯგუფმა უნდა გააკეთოს პრეზენტაცია: გამოთქვან თავიანთი აზრი, მოიყვანონ არგუმენტები, მაგალითები, სურათები, გამოიყენონ პროექტორი და ა.შ. დაიცვან თავიანთი პოზიცია. თემის მიხედვით შეადგინონ გრამატიკული კონსტრუქციები: ზედ. სახ. + არს. სახ. მოთხ. და მიც. ბრუნვაში.
გამოიყენონ კონსტრუქციები .
Нельзя.(можно)пользоваться(чем) ;запрещено(позволено)(кому);начинается(что);играть(в-во)(что),
Отсылать(что),занят(чем),отвлекаться(от чего),задерживаться(где),
Позвонюить(кому),знать(что),помогает(в чем),позволяет(кому,что) и т.д.
შემაჯამებელი შეფასება მასწავლებლისა და მოსწავლეების ამ თემასთან დაკავშირებით.







კატეგორია კრიტერიუმი შეფასება მიღებული ქულა









მომზადების ეტაპი მოუწესრიგებელია, არ არის გამოყენებული ისტ-ი
1-3
მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით.
4-5
ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.
6-7
კარგად არის ორგანიზებული, გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები.

8-10

გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი ისტ-ი არ არის გამოყენებული, ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1-3
მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა

4-5
მოწესრიგებულია, ისტ-ის გამოყენება მრაავლფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან. 6-7
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება.

8-10

პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას

1-3
მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა.

4-5
მოწესრიგებულია. ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.

6-7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა.

8-10
ქულათა ჯამი
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე